1.პროექტის სახელი: პრობლემები ოჯახში. (divorces and marriages often make children suffer.How can adults make this situation easier for their children? ხშირი ქორწინება და განქორწინება სტანჯავთ ბავშვებს, რა შეუძლიათ უფროსებს გააკეთონ რათა ეს პრობლემა ბავშვისთვის ნაკლებად მტკივნეული გახდეს?)
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტი ეხება თემას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია. ახალგაზრდა ასაკში შექმნილი ოჯახები ძირითადად განქორწინებით მთავრდება, რასაც ბევრი პრობლემა მოსდევას.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტი ეხება ოჯახურ პრობლემებს. ბავშვები ერთი თვის განმავლობაში ეცნობოდნენ სხვადასხვა ტექსტსა თუ დიალოგს, ავსებდნენ კითხვარებს, აკეთებდნენ ტესტებს ამ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეები ეცნობოდნენ სხვადასხვა ტრადიციებს ქორწინებასთან დაკავშირებით სხვადსხვა ქვეყნებში. ავლებდნენ პარალელებს და პოულობდნენ დამახასიათებელ თვისებებს სხვადასხვა კულტურებთან მიმართებაში.
გაკეთდა შემაჯამებელი გაკვეთილი გაიმართა დისკუსია სადაც განიხილეს ორი ძირითადი პრობლემა. 1 ჯგუფი მომხრე იყო – საჭიროა თუ არა დაინგრეს ოჯახი თუ მისი წევრები არ არიან ბედნიერები. რატომ? 2 ჯგუფი მომხრე იყო – განქორწინება იმდენად მტკივნეულია ბავშვისთვის, რომ ოჯახი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს ოჯახის დანგრევის ალბათობა. რატომ?
4. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წ.
5. ხანგრძლივობა: 1 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: წინასწარ შერჩეული ტექსტი (სტატია გაზეთიდან) " A marriage made in hell!" – " ჯოჯოხეთში შექმნილი ქორწინება" სადაც აღწერილია კომფლიქტური სიტუაცია ოჯახში, სტატიაში არიან პერსონაჟები, რომელთაც აქვთ სხვადასხვა იდეები, შეხედულებები. რაც თანდართულია მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ვიდეო მასალა ფილმიდან "კრამერი კარმერის წინააღმდეგ".
- მასწავლებელი კითხულობს ტექსტს: ნელა, გარკვევით. მოსწავლეები ისმენენ.
- მასწავლებელი ცდილობს გამოკითხოს მოსწავლეები რას ეხებოდა სტატიაში აღწერილი პრობლემა.
- ფორმირდება ორი ჯგუფი, გადანაწილდება დავალება.
- მოსწავლეებს ეძლევათ 10 წუთი რათა განიხილონ დავალება. ისინი აკეთებენ მოკლე ჩანაწერებს. შემდეგ გამოდიან და პრეზენტაციის სახით აკეთებენ დიალოგებს კონფლიქტის საუკეთესო გზით გადაჭრის მიზნით.
- მასწავლებელი გამოთქვავს თავის მოსაზრებას საუკეთესო შედეგთან დაკავშირებით.
8. სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული.
9. სარგებელი სხვებისთვის: შეიქმნა ერთერთი საინტერესო პროექტი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.
10. საგნებთან ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, ინფორმატიკა .
11.პროექტის ავტორი:ეკატერინე მურღულია.
12:ავტორის ელ.ფოსტა:ekaterinemurghulia@gmail.com
13პროექტის ბლოგიi: ekaterinemurghulia.blogspot.com